20 მაისი 2024,   22:25
ვრცლად
აქციის მონაწილეები კანონმდებლებს პარლამენტთან სირცხვილის კორიდორს უმზადებენ

მორიგი მასშტაბური აქციის ზუსტი თარიღი ამ დრომდე უცნობია. აქციის ორგანზატრების თქმით, ინფომრაცია ამის შესახებ კვირის ბოლოსთვის დაზუსტდება. თუმცა სამოქალაქო აქტივისტები პროტესტის გამოხატვას განაგრძობენ. დემონსტრანტების თქმით, წერტილოვანი დარტყმები გაგრძელდება და ისინი ყველაფერს გააკეთებენ რათა ხელისუფლებას მაქსიმალური დისკომფორტი შეექმნას, ხვალისთვის კი აქციის მონაწილეები კანონმდებლებს პარლამენტთან სირცხვილის კორიდორს უმზადებენ.

აქციის ორგანიზატორის, შოთა დიღმელაშვილი განცხადებით, თუ აქამდე დემონსტრანტები ახდენდნენ პარლამენტის პიკეტირებას, ახლა ამას პოლიცია აკეთებს. 

"საპოლიციო ძალები აღარ ჰყოფნით, ყველა კომიტეტი ჩაშლილია. ხუთშაბათს ჩანიშნულ სხდომებს პიკეტით დავხვდებით, ხოლო სასესიო კვირაში იქნება ძალიან დიდი აქცია," - განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.

აქციის კიდევ ერთი ორგანიზატორი ნოდარ რუხაძე, კი სირცხვილის კორიდორების მოწყობას აანოსებს.

"ვაწყობთ სირცხვილის კორიდორებს რათა "ქართული ოცნების" სათავეში დარჩენილ მონებს კიდევ ერთხელ ვუთხრათ, რომ მათი წამები ხელისუფლების სათავეში არის დათვლილი და კიდევ ერთხელ უნდა ვუთხრათ, რომ სირცხვილია,"- ამბობს ნოდარ რუხაძე. 

დღის ამბები