20 მაისი 2024,   23:33
ვრცლად
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართება

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება იწყება. საუბარია იმ მოსამართლეზე, რომელმაც ვასილ როინიშვილი უნდა ჩაანაცვლოს. რიონიშვილს მოსამართლეობის 10-წლიანი ვადა ეწურება.

საბჭოს წინაშე დღეს ლევან თევზაძე და თამარ ოქროპირიძე წარსდგებიან. საბჭოს არამოსამართლე წევრები კანდიდატებთან დაკავშირებით არსებულ კითხვის ნიშნებზე ამახვილებენ ყურადღებას. მესამე კანდიდატთან შეხვედრას საბჭო მომდევნო სხდომაზე გეგმავს.

"სიაშია ლევან თევზაძე. ეს არის ადამიანი, რომელმაც რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე კენჭისყრა გაიმართებოდა წინა კონკურსის დროს, გაიტანა განაცხადი უკან და საჯაროდ განაცხადა, პროცესს რომ ჩრდილი არ მიადგეს, სწორედ ეს იყო მისი მოტივაცია. მეორედ ზუსტად ერთ თვეში წარმოადგინა განაცხადი თავიდან.

ცხადია რომ ამ ადამიანის მონაწილეობა ამ პროცესში აჩენს კითხვებს. მას ლობი ჰყავს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. თვითონაც არის ჩინჩალაძესთან დაახლოებული პირი," - იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

დღის ამბები