20 მაისი 2024,   23:14
ვრცლად
შსს-მ არაპროპორციული ძალა გამოიყენა - საია 20-21 ივნისის აქციების დაშლის საქმეზე ანგარიშს აქვეყნებს

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" 20-21 ივნისის აქციების დაშლის საქმეზე ანგარიშს აქვეყნებს.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშშია აღნიშნული, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საპროტესტო აქციის დასაშლელად უკანონო და არაპროპორციული ძალა გამოიყენა.

ამასთან, რეზინის ტყვიების გამოყენება მოხდა იმ პირების მიმართ, ვისგანაც საფრთხე არ მომდინარეობდა.

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ძირითადად, გამოიყენა უკანონო და არაპროპორციული ძალა. ცრემლსადენი გაზის პარალელურად, უკანონოდ დაიწყო აქციის მონაწილეთა მიმართულებით რეზინის ტყვიების სროლა. სავარაუდოდ, რეზინის ტყვიების გამოყენება ხდებოდა ფართო დისკრეციის პირობებში, წინასწარი თანხმობისა და ინსტრუქციის გარეშე. ტყვიების გამოყენება მოხდა იმ პირების მიმართ, ვისი მხრიდანაც საფრთხე არ მომდინარეობდა. ასევე დასტურდება, რომ სამართალდამცავები რეზინის ტყვიებს ახლო მანძილიდან და სასიცოცხლო ორგანოების მიმართულებით ისროდნენ," - აღნიშნულია განცხადებაში.

საია რეკომენდაციით სხვადასხვა უწყებებს მიმართავს  და მოუწოდებს, რომ აღნიშნულ საკითხხზე მაქსიმალურად გამჭვირვალედ ჩატარდეს გამოძიება და კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი გამოიკვეთოს.

დრაკონული, საბჭოთა კავშირის დროინდელი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევათა კოდექსი უნდა შეიცვალოს ქვეყანაში. არ შეიძლება მხოლოდ ერთი პოლიციელის ჩვენების საფუძველზე ადამიანებს უშვებდნე პატიმრობაში. ამას იყენებს ხელისუფლება სათავისოდ, ისევე როგორც იყენებდა წინა ხელისუფლება. არის მნიშვნელოვანი გამოწვევები, როგორც გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისით, ასევე სასამართლო არის კვლავაც შემსრულებელი და ადამიანებს უაპელაციოდ უშვებს ადმინისტრაციულ პატიმრობაში, - განაცხადა სულხან სალაძემ.

ანგარიშში მოყვანილია შსს-ს ერთ-ერთი თანამშრომლის ინტერვიუდან ნაწყვეტი, სადაც ის ამბობს, რომ რეზინის ტყვიების გამოყენებისთვის არ არსებობდა ცენტრალიზებული მითითება.   

დღის ამბები