21 მაისი 2024,   01:14
ვრცლად
საქართველოში დემოკრატია კრიზისისკენ მიემართება - The Washington Post

“საქართველოში დემოკრატია კრიზისისკენ მიემართება“ - ამ სათაურით სტატიას “ვაშინგტონ პოსტი“ აქვეყნებს. გამოცემა წერს, რომ მმართველი პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი იმ ქვეყანასთან ცდილობს ურთიერთობის დალაგებას, რომელსაც საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებული აქვს.

ვრცელ სტატიაში ნათქვამია, რომ ივანიშვილმა კრემლიდან არაერთი მაგალითი გადმოიღო. მათ შორის, მედიაზე კონტროლის დამყარება, პოლიტიკური ოპონენტების დევნა და ბიზნესის შევიწროება.

გამოცემა წერს, რომ დასავლელი პარტნიორები ივანიშვილისგან საარჩევნო ცვლილებას მოითხოვენ, რაც მას მომავალ 2020 წლის საპარალამენტო არჩევნებში გამარჯვებას უზღუდავს.

სტატიაში ნათქვამია, რომ მოსკოვისთვის ივანიშვილის ხელისუფლებაში დარჩენა საუკეთესო ვარიანტია. 

დღის ამბები