20 მაისი 2024,   23:33
ვრცლად
ხმაური რუსთაველზე - პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, აქტივისტებმა პარლამენტთან კარვები მაინც გაშალეს

ხმაური რუსთაველის გამზირზე - პარლამენტის წინ, სადაც სამოქალაქო აქტივისტებს კარვები აქვთ გაშლილი, პოლიციამ მათ დამატებითი კარვის გაშლის ნება არ მისცა. 

სამართალდამცველების წინააღმდეგობის მიუხედავად, მოგვიანებით სამოქალაქო აქტივისტებმა საკანონმდებლო ორგანოს წინ კარვების გაშლა მაინც მოახერხეს.  ორგანიზაცია “ევროპელი სტუდენტები თავისუფლებისთვის“ წევრების, პარლამენტთან გაშლიან კარავს, სადაც გამართავენ დისკუსიებს, ასევე გაიმართება ლექციები დემოკრატიის თემაზე, შედგება შეხვედრები სხვადასხვა  პოლიტიკურ ლიდერებთან, ექსპერტებთან.

ადგილზე იმყოფება "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი წევრი, ელენე ხოშტარია, რომელიც ორგანიზაციის წევრებთან ერთად, კარვის გაშლას ითხოვდა. 

რაც შეეხება თავად დაპირისპირებას, ის გამოიწვა ფაქტმა, რომ სამართალდამცველებმა, თავდაპირველად აქციის მონაწილეებსა და ელენე ხოშტარიას მოცდისკენ მოუწოდა, მიზეზად კი ხელმძღვანელობისგან ნებართვის მიღება დაასახელეს. რასაც, ელენე ხოშტარიასა და აქციის მონაწილეების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. მან პოლიციელები უფლებების შეზღუდვაში დაადანაშაულა.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის პროტესტის ხელშეშლის მიზნით, ცხადია. იმას ვერ დავიბრალებთ, რომ მაინცდამაინც ჩვენს ორგანიზაციას ებრძვიან, ნებისმიერ სხვა რომ ყოფილიყო ჩვენს ადგილას, ალბათ ანალოგიური პრობლემები შეხვდებოდათ“- ამბობს ორგანიზაცია “ევროპელი სტუდენტები თავისუფლებისთვის“ წევრი.

 

დღის ამბები