20 მაისი 2024,   23:13
ვრცლად
მოძრაობა "გაბედეს" წევრები თბილისის მერს ვერ შეხვდნენ - კახა კალაძემ საკრებულო უკანა კარიდან დატოვა

თბილისის მერიის სხდომის პარალელურად, მოძრაობა "გაბედეს" წევრებმა საპროტესტო აქცია საკრებულოსთან გამართეს.

მათ, თბილისის მერთან კახა კალაძესთან შეხვედრა და გასაუბრება სურდათ. აქციის მონაწილეების განცხადებით, პროტესტი გაგრძელდება და ისინი ეცდებიან სახელისუფლებო გუნდის წევრებს დისკომფორტი შეუქმნან.

მოძრაობა "გაბედეს" წევრი ნიტა სიხარულიძე ამბობს, რომ აქტივისტებს კახი კალაძესთან გასაუბრება უნდოდათ, თუმცა თბილისის მერი უკანა კარიდან გაიპარა.

"რამოდენიმე კითხვა მქონდა კახი კალაძესთან, მაინტერესებდა, რატომ აპრავებს "ქართული ოცნების" ყველა განცხადებას და რატომ არის დღევანდელი ხელისუფლების რუპორი, თუმცა ამ კითხვების დასმის საშუალება არ მომეცა, რადგან უკანა კარიდან გაიპარა," აღნიშნა ნიტა სიხარულიძემ.

მოძრაობა "გაბედეს" ერთ-ერთი წევრი მიშა ქუმისაშვილი აღნიშნავს, რომ კახი კალაძე იყო პირველი ადამიანი, ვინც განცხადება გააკეთა და თქვა, რომ პროპორციული არჩევნები ჩავარდებოდა.

"კახი კალაძე იყო ის ადამიანი, ვინ პირველად გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ პროპორციული არჩევნების სისტემა ჩავარდებოდა და "ქართული ოცნება" არანაირ კომპრომისზე არ წავიდოდა. მოძრაობა "გაბედეს" წევრები მოვედით აქ იმისთვის, რომ კახი კალაძე გვემხილებინა, თუმცა მან ვერ შეძლო ჩვენთან პირისპირ შეხვედრა და უკანა კარიდან გაიპარა." - განაცხადა მიშა ქუმისაშვილმა.

დღის ამბები