პანკისის ხეობაში კონფლიქტი ქავთარაშვილებსა და მუთოშვილებს შორის მოხდა. დაპირისპირების დროს დაიღუპა ერთი ადამიანი და დაიჭრა 3.
"კურიერის" ინფორმაციით, პანკისის ხეობაში ადგილობრივ მოსახლეობას შორის დაპირისპირების შედეგად ერთ-ერთი დაჭრილი, მურად ქავთარაშვილია, რომელიც რუსეთის მიერ ინტერპოლით ძებნილია.
დაჭრილები თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
ადგილობრივები "კურიერთან" ჰყვებიან, რომ დაპირისპირების ორი ვერსია არსებობს: პირველია- "ხადორი 3"- ის ჰესის მშენებლობა, მეორე ვერსიად კი მუთოშვილებსა და ქავთარაშვილებს შორის წლების წინ დაწყებული დაპირისპირება სახელდება, რაც კონფლიქტის მუდმივი მიზეზი იყო.
კომპანია "ფერის" დირექტორი ლაშა იორდანაშვილი “კურიერთან“ ამბობს, რომ წლების წინ, ხეობაში ჰესის მშენებლობის გამო მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, პანკისში ჰესის მშენებლობა შეჩერებული იყო და იქ, არავითარი სამუშაოები არ განახლებულა.
შსს-მ გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო