20 მაისი 2024,   22:25
ვრცლად
სავახშმოდ მისული პრეზიდენტი კაფე "გაბრიაძიდან" გააპარეს

კაფე "გაბრიაძეში" სავახშმოდ მისული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტერიტორიიდან უკანა გასასვლელით  გააპარეს. პრეზიდენტი კაფედან მას შემდეგ გაიყვანეს, რაც ადგილზე მოძრაობა "შეცვალესა" და "გაბედეს" აქტივისტები მივიდნენ.

აქტივისტების განცხადებით, ყველგან მივლენ და ხელისუფლების წარმომადგენლებს დისკომფორტს შეუქმნიან.

"ვთხოვეთ მოქალაქეებს მოეწოდებინათ ინფორმაცია, თუ სად იყვნენ მოღალატეები, მათ მოგვაწოდეს ეს ინფორმაცია. მოვედით აქ, მაგრამ აღარ დაგვხვდა სალომე. ზუსტად ასე გარბიან მონები," - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ელენე მეტრეველმა.

დღის ამბები