26 მაისი 2024,   21:43
ვრცლად
პარლამენტი 200 "ნაციონალის" დასაბლოკი არ არის - ირაკლი კობახიძე

"სახელმწიფომ უნდა აჩვენოს სახელმწიფოს სახე. ხელისუფლებამ უნდა აჩვენოს ხელისუფლების სახე. ბუნებრივია, 200 "ნაციონალის" დასაბლოკი საქართველოს პარლამენტი არ არის," - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის შეფასებით, აქციაზე სამართალდამცველები კანონის შესაბამისად ახდენენ რეაგირებას და მათი განსაკუთრებული მობილიზება პრევენციის მიზნით განხორციელდა.

"შესაბამისად, სამართალდამცველი ორგანოები შესაბამის ზომებს იღებენ. ამ დღეების განმავლობაში ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ სამართალდამცავი ორგანოები აკეთებენ ყველაფერს იმისათვის, რომ მაქსიმალურად რბილი ზომებით იყოს უზრუნველყოფილი პარლამენტის მუშაობა. მიტინგების უსასტიკესი დარბევა ჩვენი ხელისუფლების პირობებში აღკვეთილია," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

დღის ამბები