20 მაისი 2024,   23:14
ვრცლად
"მონა", "სირცხვილია" - დემონსტრანტებმა ქაღალდის თვითმფრინავები გაუშვეს

წინ აქციის მონაწილეებმა და ორგანიზატორებმა პარლამენტის ეზოს მიმართულებით ქაღალდის თვითმფრინავები გაუშვეს წარწერებით: "სირცხვილია" და "მონა."

"ევროპული საქართველოს" წევრ სერგო რატიანის განცხადებით, აქციის მონაწილეებმა ამჯერად ხელისუფლების მიმართ პროტესტი ამ ფორმით გამოხატეს. რატიანის შეფასებით, ქვეყანაში უკიდურესად კრიტიკული მდგომარეობაა.

"დღეს საზოგადოების ამომრჩეველთა უმრავლესობა ხედავს იმას, რასაც ვერ ხედავს უმრავლესობის რამდენიმე წევრი. რასაც ისინი აკეთებენ, არის სირცხვილი.

ნიშანდობლივი იყო ამერიკელი კონგრესმენის სიტყვა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო არ არის რუსეთი და ის  უკეთეს პარლამენტს იმსახურებს. ბიძინა ივანიაშვილმა ქვეყანა უკიდურეს მდგომარეობაში ჩააგდო," - განაცხადა სერგო რატიანმა.

 

დღის ამბები