21 მაისი 2024,   13:45
ვრცლად
"თავისუფლება ვაჟა ექიმს" - რომში ემიგრანტებმა რუსეთის საელჩოსთან საოკუპაციო რეჟიმის პოლიტიკა გააპროტესტეს

"თავისუფლება ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს" - ამ სახელწოდების აქციები იტალიის დედაქალაქში გაიმართა.

რომში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები რამდენიმე ადგილას, მათ შორის რუსეთის საელჩოსთან შეიკრიბნენ და ტრანსფარანტებით ხელში გააპროტესტეს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის პოლიტიკა და ცხინვალში დაკავებული ექიმის გათავისუფლება მოითხოვეს.

აქციის მონაწილეების თქმით, რეგიონში რუსეთის აგრესიული პოლიტიკა უნდა დასრულდეს. 

"რუსეთის საელჩოსთან ვაპროტესტებთ ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ბატონ ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობას. ვიზიარებთ მის აზრს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები არ განეკუთვნება რუსეთს და ვგმობთ რუსეთის ოკუპაციას," - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე. 

აქციების ორგანიზებაში აქტიურად იყო ჩართული რომში ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული სამრევლოს ეკლესიის წინამძღვარი მამა იოანეც.

დღის ამბები