26 აპრილი 2024,   15:41
ვრცლად
ევროკავშირის ელჩი პარლამენტში მივიდა - კარლ ჰარცელი მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებს

საქართველოს პარლამენტში ევროკავშირის ელჩი მივიდა. 

კარლ ჰარცელის თქმით, ის ევროინტეგრაციის კომიტეტს ახალ თავმჯდომარეს, დავით სონღულაშვილს ხვდება.

ევროკავშირის წარმომადგენელი მიმდინარე საპროტესტო აქციებსაც გამოეხმაურა და მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდა. მისი თქმით, მმართველი გუნდსა და ხელისუფლების ოპონენტებს შორის, დიალოგის ნაკლებობაა.

კარლ ჰარცელი, ერთ-ერთია იმ დიპლომატებიდან ვინც ხელისუფლებასა და ოპოზიციას საარჩევნო სისტემაზე დიალოგს სთავაზობს, მათ შორის "გერმანულ მოდელზე".

დღის ამბები