18 მაისი 2024,   20:17
ვრცლად
პატიმრობა, ჯარიმა და სიტყვიერი შენიშვნა - ეროვნულ ბიბლიოთეკასთან დაკავებულების საქმეზე გადაწყვეტილება ცნობილია

ეროვნულ ბიბლიოთეკასთან დაკავებულ მოძრაობა "გაბედეს" წევრს ანრი ჯანჯღავას 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, დავით ნაფეტვარიძეს 1000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, ხოლო დიმიტრი ლიპარტელიანსა და გიორგი პარუმბეგოვს სიტყვიერი შენიშვნა გამოეცხადათ. გადაწყვეტილება ისევ მოსამართლე ვალერიან ფილიშვილმა გამოიტანა. სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარის ვიდეომტკიცებულებები და მოწმეები წარადგინეს. მათ შორის ის პოლიციელებიც იყვნენ, რომლებმაც აქტივისტები დააკავეს.

ადვოკატი დავით ბარბაქაძე აცხადებს, რომ დაკავებულების მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება უნდა შემწყდარიყო, თუმცა ვალერიან ფილიშვილის გადაწყვეტილებას მას შემდეგ შეაფასებს, რაც გადაწყვეტილებას ჩაიბარებს. 

მოძრაობა "გაბედეს" წევრი დიმიტრი ლიპარტელიანის შეფასებით გადაწყვეტილებას მსგავს საქმეებზე არა მოსამართლე, არამედ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი იღებს.

"დღევანდელი გადაწყვეტილება სასამართლოში არცერთ მოსამართლეს და არცერთ თანამშრომელს არ მიუღია, მიიღო ბატონმა ბიძინამ. ბატონ ბიძინას პირდაპირ ვეტყვი, რომ ჩემი და ჩემნაირი დაკავებულით, ყოველდღე მიიღებთ 5 და 10-ჯერ მეტ ახალგაზრდას, რომელიც არ მოგცემთ უფლებას ჩვენი ციხეებში გამოკეტვისა,"-განაცხადა დიმიტრი ლიპარტელიანმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები