18 მაისი 2024,   19:58
ვრცლად
თუ არ აპირებენ შემოთავაზებაზე წამოსვლას, ნიშნავს, რომ ეს შეხვედრა დიპლომატებთან ქულის ჩასაწერადაა - ბურჯანაძე

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე იმედოვნებს, რომ ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრა ნაყოფიერი იქნება და ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს.

ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ თუ ხელისუფლება შემოთავაზებების განხილვას არ აპირებს, ეს იმას ნიშნავს, რომ შეხვედრა მხოლოდ "დიპლომატებთან ქულების ჩასაწერად" მოეწყო.

"ოპოზიცია ვართ ძალიან კონსტრუქციულად განწყობილნი, ჩვენ ნამდვილად გვინდა, რომ ეს კრიზისი, რომელიც ძალიან მძიმეა ქვეყნისთვის, მოსახლეობისთვის, განიმუხტოს. თუ არ აპირებენ არანაირ შემოთავაზებაზე წამოსვლას და განხილვას, ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ დიპლომატებთან ქულის ჩასაწერადაა ეს შეხვედრა. თუ აპირებენ არგუმენტების მოსმენას, ჩვენ მზად ვართ, რომ ეს არგუმენტები წარვუდგინოთ. იმედი მინდა ვიქონიო, რომ ხელისუფლება იქნება გონიერი,"- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, რომ დიპლომატიური კორპუსის ინიციატივითა და ჩართულობით ხელისუფლებასა და გაერთიანებულ ოპოზიციას შორის შეხვედრა სასტუმრო "ბილტმორში" ამ წუთებში მიმდინარეობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები