18 მაისი 2024,   21:09
ვრცლად
მნიშვნელოვანია რაღაც შეთანხმებამდე მივიდეთ, გერმანული ვარიანტის ქართული მოდელიც გამოსავალია - ირმა ინაშვილი

"საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ მათ ხელისუფლებას 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ კანოპროექტის მცირედი ცვლილებით, ხელმეორედ გატანა შესთავაზეს.

ინაშვილი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე, საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელიც გამოსავალია და მისი პარტია ამ ინიციატივას მხარს დაუჭერს. 

"ჩვენ დღის წესრიგიდან არ ვხსნით 2020 წლის არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხს. ჩვენ ერთ-ერთი ვარიანტი შევთავაზეთ კიდეც ხელისუფლებას, რომ მცირედი ცვლილება მოხდეს და გავიტანოთ ახალი სახით იგივე კანონპროექტი. აქ უკვე პოლიტიკური ნების საკითხია. ამ ეტაპზე, მნიშვნელოვანია, რომ რაღაც შეთანხმებამდე მივიდეთ და ჩვენ ამ გერმანული ვარიანტის ქართულ მოდელს მხარს ვუჭერთ, ესეც მიგვაჩნია, რომ გამოსავალია,"- ირმა ინაშვილი.

შეგახსენებთ, რომ დიპლომატიური კორპუსის ინიციატივითა და ჩართულობით ხელისუფლებასა და გაერთიანებულ ოპოზიციას შორის შეხვედრა სასტუმრო "ბილტმორში" ამ წუთებში მიმდინარეობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები