26 დეკემბერი 2024,   17:26
ვრცლად
"7 წლის წინ თვითმკვლელობის მცდელობა ჰქონდა"- 32 წლის ახალგაზრდას მეორე დღეა ეძებენ

სამტრედიის სოფელ საჯავახოში ახლაგაზრდა მამაკაცს მეორე დღეა ეძებენ. 32 წლის ალექსანდრე ნადირაძის სამძებრო სამუშაოები მდინარე რიონში მიმდინარეობს, სადაც მისი ტანსაცმელი იპოვეს.

როგორც სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ფოცხვერია აცხადებს, დაკარგულს 7 წლის წინ თვითმკვლელობის მცდელობა ჰქონდა.

"როცა სოფლის მოსახლეობამ აღმოაჩინა ტანსაცმელი, 32 წლის ახალგაზრდა ბიჭის, ალექსანდრე ნადირაძის, რომელიც სავარაუდოდ მდინარე რიონში დაიხრჩო, მაშინვე შეგვატყობინეს სოფლიდან და სამაშველო სამსახური მაშინვე ჩაერთო სამუშაოებში. როგორც სოფლის მოსახლეობა, ახლობლები ამბობენ, 7 წლის წინ ჰქონდა თვითმკვლელობის მცდელობა. იმის შემდეგ არ განმეორებულა,"-განაცხადა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა ვალერი ფოცხვერიამ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელის ვლადიმერ ჯღამაძის ინფორმაციით, ადგილზე მყვინთავები მუშაობენ, დღეს საგანგებო შტაბი შეიქმნა, საიდანაც მდინარეზე დაკვირვება მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.

დღის ამბები