17 მაისი 2024,   06:56
ვრცლად
"რაც არ უნდა გაჯიქდნენ და გაჯიუტდნენ, პროტესტი გაგრძელდება" - ოპოზიცია "ლეიბორისტების" ოფისში ისევ იკრიბება

პირველი კონსულტაციები მმართველ გუნდთან დასრულებული უშედეგო მოლაპარაკების შემდეგ - ოპოზიცია ახალ სამოქმედო გეგმაზე მუშაობას იწყებს.  ისინი ისევ "ლეიბორისტების" ოფისში შეიკრიბებიან.

ოპოზიციის ლიდერების განცხადებით საპროტესტო აქციები გაგრძელდება და არ დასრულდება, ვიდრე ხელისუფლება დანაპირებს არ შეასრულებს. ისინი დღესვე  მასშტაბური საპროტესტო აქციის თარიღსაც დაასახელებენ.

მათივე განმარტებით, დღევანდელ საკონსულტაციო შეხვედრას კიდევ ერთი მიმართულება აქვს, ეს არის საარჩევნო სისტემის ე.წ. გერნული მოდელი. ოპოზიციის ლიდერები უნდა შეთანხმდენენ, როდის გადაუგზავნიან ინიციატივას ვენეციის კომისიას.

"ჩვენი საზოგადოების ინტერესია, არსებობდეს ნორმალური საარჩევნო სისტემა. არსებობს დაპირება. ეს დაპირება უნდა შესრულდეს და როგორც მიიღებენ გადაწყვეტილებას, ამგვარი იქნება შესაბამისისად საზოგადოების პასუხი," - აღნიშნა "ევროპული საქართველოს" წევრმა გიგი წერეთელმა.

"განისაზღვრება კონკრეტული აქციების დღეები, მათ შორის დიდი აქციის დღეები, თუ როდის უნდა მოხდეს პიკეტირება, როგორ ვაიძულოთ ხელისუფლება მშვიდობიანი გზით აასრულოს საკუთარი დანაპირები. რაც არ უნდა გაჯიქდნენ და გაჯიუტდნენ, მათ ამოწურეს ხელისუფლებაში ყოფნის მორალურ-სამართლებრივი გონივრული ვადა," - განაცხადა "ლეიბორისტული პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გუგავამ.

მმართველ გუნდთან გამართული დიალოგის პირველი რაუნდის შემდეგ, პარტიები უნდა შეთანხმდნენ, როგორ განაგრძობენ ბრძოლას და რა იქნება მომდევნო ეტაპი.

 

დღის ამბები