17 მაისი 2024,   05:53
ვრცლად
აქცია "ქართული ოცნების" ოფისთან - ლაშა ჩხარტიშვილის მხარდამჭერებმა ადგილზე სიმბლოურად ლობიოს 41 მარცვალი მიიტანეს

"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან, "უფლებადამცველთა ასოციაცია" ლაშა ჩხარტიშვილის მხარდამჭერ აქციას მართავს.

აქციის მონაწილეები ჩხარტიშვილის დაუყონებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, პერმამენტულ აქციებს აანონსებენ.

აღსანიშნავია, რომ დემონსტრანტებმა ადგილზე  სიმბოლურად ლობიოს 41 მარცვალს მიიტანს.

"ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრებაა იცავს ადამიანის უფლებებს, იჭერენ არაფრის გამო, ორი ბავშვის მამას უშვებენ ციხეში. ეს არის სირცხვილი და შევა მსოფლიო სამართლის ისტორიაში, როგორც ლობიოს საქმე," - განაცხადა "უფლებადამცველთა ასოციაციის" თავმჯდომარემ ნიკა მემანიშვილმა.

ლაშა ჩხარტიშვილს 8 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. მას ბრალი პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით წაუყენეს.

 

დღის ამბები