17 მაისი 2024,   08:58
ვრცლად
მეუფე შიო პოლიტიკურ ძალებს მიმართავს - ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია სტაბილურობის შენარჩუნება

პოლიტიკური გზავნილები ისმოდა დღეს ამბიონიდან. საკვირაო ქადაგებაში პატრიარქის თანამოსაყდრე მეუფე შიომ პოლიტიკაზე, ოპოზიციასა და პოზიციზე ისაუბრა.

ილია მეორემ კი ადამიანის ცხოვრების სირთულეზე გაამახვილა ყურადღება  და აღნიშნა, რომ ცხოვრება გამოცდა და ჯვრის ტარებაა.

"ადამიანის ცხოვრება ეს არის გამოცდა, ჯვრის ტვირთვა. ხშირია შემთხვევა, როცა ჩვენ გვიჭირს ჯვრის ტვირთვა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი არ აძლევს იმაზე მძიმე ჯვარს, რაც შეუძლია მას ტვირთვა. ყველაზე ბედნიერი ადამიანის ის არის, ვინც ეხმარება სხვას ჯვრის ტვირთვაში. ურთიერთსიმძიმე, ტვირთი იტვირთეთ, ესრეთ აღასრულეთ ჯვარი იგი ქრისტესი. ჩვენ სამწუხაროდ კი არ ვიტვირთავთ სხვის სიმძიმეს, ჩვენ ვამძიმებთ უფრო მეტად მოყვასის სიმძიმეს," - აღნიშნა პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას.

მეუფე შიო მრევლისადმი მიმართვის დროს პოლიტიკასაც შეეხო და აღნიშნა, რომ არსებობს სირთულე და მღელვარება პოლიტიკაში, ასეთ დროს კი მთავარი სიმშვიდეა. ამასთან, პატრიარქის თანამოსაყდრემ პოლიტიკურ ძალებს მოუწოდა, რომ ტრაგედიის თავიდან აცილების მიზნით მნიშვნელოვანია სტაბილურობის შენარჩუნება.

დღის ამბები