17 მაისი 2024,   05:53
ვრცლად
არ მაქვს ილუზია, რომ ხელისუფლება რამე დათმობაზე წავა - ზაალ უდუმაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ზალ უდუმაშვილის განცხადებით, სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციის საპროტესტო აქციები გაგრძელდება, ვიდრე ხელისუფლება დანაპირებს არ შეასრულებს.

როგორც უდუმაშვილი აღნიშნავს, აქციების გარდა ოპოზიცია კონსლტაციებსაც გააგრძლებს.

"ისინი მოვიდნენ დიალოგზე მხოლოდ იმისთვის, რომ ქულა ჩაეწერათ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. სამაგიეროდ ჩვენ წარვადგინეთ კონკრეტული გეგმა, თუ  როგორ შეიძლება ქვეყანა გამოვიდეს იმ პოლიტიკური კრიზისიდან, რომელშიც დღეს "ქართულმა ოცნებამ" შეიყვანა. ნამდვილად არ მაქვს იმის ილუზია, რომ ხელისუფლება რაიმე დათმობაზე წავა, თუმცა ჩვენ განვაგრძობთ ამ ფორმატში მუშაობას, რათა მათ რამე საბაბი არ მივცეთ, ასევე პარლალელურ რეჟიმში გაგარძელდება ჩვენი აქციები," - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

პირველი კონსულტაციები მმართველ გუნდთან დასრულებული უშედეგო მოლაპარაკების შემდეგ - ოპოზიცია ახალ სამოქმედო გეგმაზე მუშაობას იწყებს.  ისინი ისევ "ლეიბორისტების" ოფისში შეიკრიბებიან.

 

დღის ამბები