17 მაისი 2024,   10:52
ვრცლად
ყველანაირად ცდილობენ გამოგვიწვიონ - გრიგოლ ვაშაძე ქუთაისში მომხდარ დაპირისპირებაზე

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე ქუთაისში მიმდინარე მოვლენებს ადგილზე  გამოეხმაურა.

ვაშაძემ მომხდარ დაპირისპირება "ხელისუფლების სპექტაკლად" შეაფასა. 

"მოგესალმებით ქართული ცივილიზაციის აკვნიდან, ქუთაისიდან, სადაც  ხელისუფლებამ უნიჭო სპექტაკლი დადგა. ესაა ქალაქი,  სადაც პრობლემებია, გზებს ვერ აგებენ, რომელიც დაცლილია მოსახლეობისგან. მოყავთ საჯარო მოხელეები და აყვირებენ ჩვენი ოფისის წინ. ყველანაირიად ცდილობენ გამოგვიწვიონ, მაგრამ ვერ მოგართვით, გავაგრძელებთ ცივილიზებულად მომზადებას  არჩევნებისთვის და ამ საქციელისთვის მიიღებთ პასუხს არჩევნებზე და ქუთაისი გეტყვით უარს," - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.  

"დემიშიზაცია" ქუთაისიდან იწყება - ამ მოწოდებით ქუთაისში მსვლელობა გაიმართა. "ქართული ოცნების" წევრები და მხარდამჭერები თეთრ ხიდზე შეიკრიბნენ და "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან გადაინაცვლეს.

მათ გაერთიანებული ოპოზიციის ოფისს საღებავები და კვერცხები ესროლეს.

დღის ამბები