28 ნოემბერი 2024,   22:35
ვრცლად
უკრაინელ დეპუტატზე თავდასხმას მისი სამი წლის შვილი ემსხვერპლა 

კიევში უკრაინელ დეპუტატზე თავდასხმას მისი სამი წლის შვილი ემსხვერპლა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ვიაჩესლავ სობოლევი რენჯ როვერის მარკის ავტომობილით შვილთან ერთად გადაადგილდებოდა, რა დროსაც მანქანას შეიარაღებულმა უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს. შემთხვევის შედეგად ბავშვი სასიკვდილოდ დაიჭრა. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე მსხვერპლისა და ავტომობილის მფლობელის ვინაობას არ ასახელებს. ​სობოლევი კიევის საოლქო საბჭოს წევრი და ბიზნესმენია.

დღის ამბები