28 ნოემბერი 2024,   23:58
ვრცლად
სექსუალური ძალადობის საქმე - საქალაქო სასამართლოში ილია ჯიშკარიანის პროცესი გაიმართება

საქალაქო სასამართლოში დღეიდან სექსუალური ძალადობასა და ცემაში დადანაშაულებული დეპუტატის ილია ჯიშკარიანის პროცესი იწყება. დღეს მტკიცებულებათა დასაშვებობა განიხილება.

ილია ჯიშკარიანის დაცვის მხარე დარწმუნებულია, რომ სასამართლო საბოლოოდ გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს. მარიამ კუბლაშვილის თქმით, პატრულის სამხრე ჩანაწერებით დგინდება, რომ დაზარალებული თავდაპირველად სულ სხვა ჩვენებას იძლევა. ადვოკატი პროცესზე ექსპერტებისა და ფსიქოლოგების დასკვნების წარმოადგენასაც აპირებს.

"ერთადერთი რაც არის საქმეში, ეს არის პატრულის მიერ გადაღებული სამხრე კამერები, როდესაც თამთა თოდაძემ გამოიძახა თავად პატრული საკუთარ ბინაში და ეს მტკიცებულება იქნება ჩემთვის უმთავრესი," - აღნიშნა მარიამ კუბლაშვილმა

საკუთარ სიმართლეში დარწმუნებულია ბრალდების მხარეც. თამთა თოდაძის უფლებადამცველი საქმეში არსებულ ახალ დეტალებზე საუბრობს, რომელიც მათი თქმით, ბრალდების მხარის პოზიციას ამყარებს.

"დღევანელ პროცესზე მხოლოდ მტკიცებულებათა დასაშვებობას იხილავს სასამართლო. საქმეში არის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც იძლევა დასაბუთებულ ვარაუდს იმისათვის, რომ პირი იქნეს დამნაშავედ ცნობილი," - აღნიშნა ადვოკატმა თამუნა ლუკავამ.

დღის ამბები