18 მაისი 2024,   12:12
ვრცლად
ფიზიკური შეხლა-შემოხლა დიმიტრი ხუნდაძის ოფისთან - პოლიციამ "გაბედეს" წევრები დააკავა

სამოქალაქო მოძრაობის წევრები მაჟორიტარ დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ, რა დროსაც მათ მცხეთის მერი, გიორგი კაპანაძე და "ქართული ოცნების" მხარდამჭერები და დაუპირისპირდნენ. 

მოძრაობა "გაბედეს" წევრებმა ხუნდაძის ოფისთან 41 ვერცხლი მიიტანეს, რომლითაც მაჟორიტარი დეპუტატის "გამოსყიდვას" აპირებდნენ. აქციის მონაწილეების შეფასებით, ეს სიმბოლურია, რადგან მაჟორიტარმა დეპუტატმა სამშობლო გაყიდა.

"თქვენ ხართ ქვეყნის გამყიდველები, სახლში წადით, საქმე გააკეთეთ,"- მიმართა მცხეთის მერმა გიორგი კაპანაძემ აქციის მონაწილეებს.

დაპირისპირება ფიზიკურ და სიტყვიერ ურთიერთ შეურაცხყოფაში გადაიზარდა, რის შედეგადაც პოლიციამ მოძრაობა "გაბედეს" რამდენიმე წევრი დააკავა.

დაკავებულია "გაბედეს" წევრი ბექა ნათელაშვილიც.

დღის ამბები