25 ნოემბერი 2024,   07:22
ვრცლად
აკაკი ზოიძეს პარლამენტში, სავარაუდოდ, პაატა გოგოხია ჩაანაცვლებს

აკაკი ზოიძეს პარლამენტში, სავარაუდოდ, პაატა გოგოხია ჩაანაცვლებს, სწორედ ის არის სიაში მომდევნო.

რაც შეეხება კომიტეტს, დიმიტრი ხუნდაძე თუ ლადო კახაძე, უმრავლესობას ჯერ არ გადაუწყვეტია ვინ გახდება ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე.

აკაკი ზოიძემ განცხადება უმრავლესობიდან წასვლის და ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეობის დატოვების შესახებ გუშინ გააკეთა, თუმცა უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე პარლამენტისთვის მას ოფიციალურად ამ დრომდე არ მიუმართავს.

დიმიტრი ხუნდაძე ადასტურებს, რომ აკაკი ზოიძის შემცვლელზე გუნდში კონსულტაციები მიმდინარეობს.

ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრის დიმიტრი ხუნდაძის თქმით, გამოცდილების მიუხედავად კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დაკავების სურვილი არ აქვს.

"ეს არ არის ვალდებულება, რომ მაინც და მაინც პირველი მოადგილე უნდა გახდეს კომიტეტის თავმჯდომარე. ამჯერად დიდი სურვილი, რომ მაინც და მაინც მე ვიყო კომიტეტის თავმჯდომარე, არ მაქვს," - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

 

დღის ამბები