19 დეკემბერი 2024,   06:14
ვრცლად
რატომ უნდა მოგინდეს "ოცნების" ოფისთან გააპროტესტო? არ არის სხვა ლოკაციები? - კახა კალაძე დაპირისპირებაზე

კახა კალაძე ძალადობას კატეგორიულად ემიჯნება და ამბობს, რომ ქვეყანაში დაპირისპირებები მიზანმიმართულად ხდება. თბილისის მერის განცხადებით, ინციდენტების ორგანიზატორი ოპოზიციაა. 

"კატეგორიულად ვემიჯნები ყველანაირ ძალადობას და ნამდვილად არ მსიამოვნებს ეს დაპირისპირებები. მგონია, რომ ყველაფერი ხდება მიზანმიმართულად და ამის ორგანიზატორი გახლავთ ოპოზიცია. რატომ უნდა მოგინდეს, ვთქვათ, მიხვიდე პარტია "ქართული ოცნების" ოფისთან და გააპროტესტო?! არ არის ადგილები, სხვა კონკრეტული ლოკაციები იმისთვის, რომ გამოთქვა შენი პროტესტი? ეს ყველაფერი მიზანმიმართულად ხდება, რომ მოხდეს დაპირისპირება," - აცხადებს კახა კალაძე.

დღის ამბები