19 აპრილი 2024,   17:28
ვრცლად
ყვარელში ხანძრის შედეგად დაღუპული 12 წლის ბავშვის დედა დამწვრობის ცენტრში გარდაიცვალა

ყვარელში რამდენიმე დღის წინ, საცხოვრებელი სახლის ხანძრის შედეგად დაშავებული 30 წლის ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ახალგაზრდა ქალი ერთ კვირაზე მეტია სხეულის დამწვრობით რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული. მას სხეულის 50%- იანი დამწვრობა ჰქონდა მიღებული. გარდაცვლილი მცირეწლოვანის დედა თავდაპირველად თელავის რეფერალურ სავადმყოფოში, შემდეგ კი თბილისის დამწვრობის ცენტრში მკუნალობდა.

სოფელ გრემში, 12 წლის გარდაცვლილი ბავშვის დედა დამწვრობის ცენტრში მკურნალობდა.

შეგახსენებთ, უბედური შემთხვევა ყვარლის მუნიციპალიტეტში 26 ნოემბერს მოხდა. სოფელ გრემში საცხოვრებელ სახლში ხანძრის დროს 12 წლის ბავშვი დაიწვა, დედა და ოჯახის კიდევ ერთი წევრი კი სხეულის დამწვრობით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში იყვნენ მოთავსებულნი.

ადგილობრივები მომხდარის მიზეზად, შეშის ღუმელს ასახელებენ. მათი თქმით, ოჯახის წევრებმა ასანთებად დიზელის ნაცვლად ბენზინი გამოიყენეს, რის შედეგადაც ბოთლში დარჩენილი საწვავი აფეთქდა და ცეცხლი მთლიან სახლზე გავრცელდა.

დღის ამბები