20 მაისი 2024,   04:05
ვრცლად
"ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ სახელმწიფომ შესაძლოა, ხელშეკრულება გაწყვიტოს - მაია ცქიტიშვილი

 

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ სახელმწიფომ, შესაძლოა, ხელშეკრულება გაწყვიტოს. ამის შესახებ დღეს ინფრასტრუქტურის მინისტრმა ისაუბრა.

მაია ცქიტიშვილის თქმით, 31 დეკემბერს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მორიგ ჯერზე გახანგრძლივებული ვადა იწურება, რის შემდეგაც მთავრობამ უკვე შესაბამისად უნდა იმოქმედოს.

"საკმაოდ რთული პროცესია და რა თქმა უნდა, ცოტა დრო არის დარჩენილი იმისთვის, რომ ყველა ვალდებულება შესრულდეს. 31 დეკემბერს იწურება ხელშეკრულების მორიგი გახანგრძლივების ვადა და მას შემდეგ ვიმოქმედებთ ხელშეკრულების მიხედვით. ყველა ვადას  უნდა ჰქონდეს დასასრული. 2 წლით გახანგრძლივდა ის ვადა, რომელიც იყო გამოყოფილი პროექტის განხორციელებისთვის. იმის გათვალისწინებით, რომ პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, გვაქვს პასუხისმგებლობაც, რომ უსასრულოდ არ გაგრძელდეს ინვესტორთან თანამშრომლობა, რომელსაც ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით სირთულეები აქვს,“ - აცხადებს მაია ცქიტიშვილი.

 

 

 

 

დღის ამბები