18 მაისი 2024,   10:27
ვრცლად
ვისზეც იყო ბრალდებები განკვეთეს, ვისზეც ვერ დაამტკიცეს, მოუხადეს ბოდიში - ანანია ჯაფარიძე სინოდის სკანდალური სხდომის დეტალებზე

ეპისკოპოსი ანანია ჯაფარიძე ადასტურებს, რომ 1982 წელს ჩატარებულ სინოდის სხდომაზე მის მიმართ მძიმე ბრალდებები განიხილეს. სასულიერო პირი ამბობს, რომ სკანდალური სხდომის შემდეგ ჭყონდიდისა და ქუთაისის მიტროპოლიტები განაყენეს, მის მიმართ და სიონის არქიმანდრიტის წინააღმდეგ კი მტკიცებულებები არ იყო:

"გაიმართა სინოდის კრება, სინოდზე მოიხადა ბოდიში და მოინანია შიო ავალიშვილმა, არსებობს სინოდის ეს დადგენილება,"- განაცხადა მეუფე ანანია ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, საეკლესიო არქივს ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს დავალებით მამა ანდრია სარია სწავლობს. 1982 წლის სინოდის სხდომის შესახებ ინფორმაციაც სწორედ მან გაავრცელა. ანდრია სარიას ინფორმაციით, პატრიარქისთვის გაგზავნილ წერილს ხელს სინოდის 9 წევრი აწერს, რომლითაც "მამათმავლობის ცოდვაზე" რეაგირებას ითხოვენ და კონკრეტულ სასულიერო პირებს ასახელებენ.

დღის ამბები