23 მაისი 2024,   01:23
ვრცლად
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ ნიკოლოზ ლატარიამ თანამდებობა დატოვა

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ ნიკოლოზ ლატარიამ თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია თანამდებობიდან წასვლის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში  გამოაქვეყნა. ნიკოლოზ ლატარია გადაწყვეტილებას, ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს არ უკავშირებს. 

"მოგესალმებით მეგობრებო. მინდა მოკლედ გაგაცნოთ ჩემი გადაწყვეტილება. ვტოვებ თანამდებობას. ეს გადაწყვეტილება არანაირად არ უკავშირდება მიმდინარე მოვლენებს და გთხოვთ არ დაუკავშიროთ იმას, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში და ქალაქში, მე რამოდენიმე თვის უკან გავაჟღერე გუნდში წასვლა, მაგრამ მთხოვეს წლის ბოლომდე დავრჩენილიყავი თანამდებობაზე. თხოვნა შევასრულე. ღმერთმა იცის გულით და სულით ვემსახურე ჩემს ქალაქს და რაც შემეძლო გავაკეთე. არც ერთხელ არ მიღალატია გუნდისთვის და მითუმეტეს ქვეყნისთვის და ქუთაისისთვის. მაპატიოს ჩემმა ქუთაისლებმა თუ მეტი ვერ შევძელი. იყო ამის მიზეზები და არ დავიწყებ ამაზე საუბარს. უზომოდ მიყვარს ჩემი ქალაქი და ჩემი სამშობლო, ამიტომ სხვა ფორმით გავაგრძელებ ვემსახურო მას,"- წერს ლატარია.

ნიკოლოზ ლატარია მეორე მოწვევის საკრებულოს წევრია, სადაც ის "კონსერვატორების" სიით მოხვდა. ამ დროისთვის, ლატარია მედიასთან კომენტარს არ აკეთებს. 

დღის ამბები