18 მაისი 2024,   10:27
ვრცლად
უსაფუძვლო არგუმენტია, რომ ეუთოში ან რომელიმე საერთაშორისო ექსპერტები შეიძლება უკეთ კითხულობდნენ კონსტიტუციას - ცქიტიშვილი

ოპოზიციის მიერ შეთავაზებული მოდელი საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება - უმრავლესობის ამ პოზიციას მინისტრი მაია ცქიტიშვილიც იზიარებს, მისი განმარტებით, ოპოზიციის შეთავაზება ე.წ. გერმანული მოდელის შესახებ საქართველოს კონსტიტუციას არ შეესაბამება.

მინისტრი ამბობს, რომ ოპოზიციის მოთხოვნა, რომელიც უკავშირდება პროცესებში ეუთო/ოდირის ჩართვას, გარკვეული დაპირისპირებების შემოტანის მცდელობას ემსახურება.

"ნებისმიერი სხვა მცდელობა, რომ ამ პროცესში ეუთო/ოდირი ან ნებისმიერი სხვა ექსპერტი შემოვიყვანოთ, არის მხოლოდ ოპოზიციის მხრიდან მცდელობა, რომ ეს პროცესი პოლიტიკურ პროცესად ვაქციოთ და რაღაც გარკვეული დაპირისპირების ელემენტები შემოვიტანოთ.

ჩვენმა კანონმდებლებმა ყველაზე კარგად იციან რა წერია ჩვენს კონსტიტუციაში. იმაზე აქცენტის გაკეთება, რომ ეუთოში თუ რომელიმე საერთაშორისო ექსპერტები შეიძლება უკეთ კითხულობდნენ ჩვენს კონსტიტუციას, ალბათ არ არის მთლად საფუძვლიანი არგუმენტები," - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

დღის ამბები