18 მაისი 2024,   12:12
ვრცლად
ზუგდიდის სკეიტ-პარკში "ქართული ოცნების" მხარდამჭერები იკრიბებიან

ზუგდიდის სკეიტ-პარკში "ქართული ოცნების" მხარდამჭერები იკრიბებიან. შეკრებილებს შორის არიან საჯარო მოხელეები და საკრებულოს წევრები.

მათი ნაწილი კატეგორიულად უარყოფს, რომ აქციაზე მივიდა და ამბობს, რომ ქალაქში სასეირნოდ გავიდა, ნაწილი კი აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ქმედებებს აპროტესტებს და სურთ, ხალხს საკუთარი ხმა გააგონონ.

ჯერჯერობით, უცნობია, რა ფორმით გაგრძელდება მათი შეკრება.

დღის ამბები