28 ნოემბერი 2024,   22:41
ვრცლად
ე.წ. გერმანული მოდელი - საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შემუშავებულ მოდელს ოპოზიცია პარლამენტში დღეს დაარეგისტრირებს

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შემუშავებულ მოდელს ოპოზიცია პარლამენტში დღეს დაარეგისტრირებს. ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, რომ ქართულ რეალობაზე მორგებული ე.წ. გერმანული მოდელი საქართველოს კონსტიტუციასთან სრულიად თავსებადია, რასაც კატეგორიულად უარყოფენ მმართველ გუნდში.

რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტში დარეგისტრირების შემდეგ, კანონპროექტი ჯერ ბიუროს წარედგინება, მოგვიანებით კი მის განხილვას კომიტეტები დაიწყებს.

ოპოზიციის ინიციატივის კანონპროექტად ჩამოყალიბების შემდეგ, კი სახალხო დამცველი ეუთო/ოდირისგან პროექტთან დაკავშირებით რეკომენდაციებს გამოითხოვს.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ხატია დეკანოიძე ყველა ბერკეტის გამოყენების აუცილებლობაზე საუბრობს.

"გაიგზავნება ოდირში დასკვნა, რომელიც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების რეალური სახე,"- აცხადებს ხატია დეკანოიძე.

"ახალი საქართველოს" თავმჯდომარე, გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშიას" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე კი ამბობს, რომ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნა აუცილებელია, რათა ის სიცრუე, რასაც ქართული ოცნება ირწმუნება, რომ მოდელი კონსტიტუციას არ შეესაბამება, დასრულდეს.  

 

დღის ამბები