19 მაისი 2024,   18:42
ვრცლად
სუდანში ბუნებრივი აირის ტანკერის აფეთქებას 23 ადამიანი ემსხვერპლა

სუდანში ბუნებრივი აირის ტანკერის აფეთქებას 23 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 130 მოქალაქე. შემთხვევა ქვეყნის დედაქალაქში, კერამიკის ერთ-ერთ ქარხანაში მოხდა. აფეთქების გამო დაზიანდა ქარხნის შემოგარენი. დაღუპულებს შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც არიან. ზოგიერთი დაშავებულის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. სუდანის მთავრობამ მათ დასახმარებლად მოსახლეობას სისხლის გაღებისკენ მოუწოდა.

დღის ამბები