20 მაისი 2024,   06:12
ვრცლად
"გერმანული მოდელის ჩამოსატანად არის წასული და დაველოდოთ" - კალაძე ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტზე

დედაქალაქის მერი საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ პარლამენტში კანონპროექტის შეტანას გამოეხმაურა, რომელიც ე.წ "გერმანული მოდელის" მოდიფიცირებულ ვარიანტს წარმოადგენს.

კალაძის თქმით, მასზე მეტად პროფესიონალმა ადამიანებმა ოპოზიციასთან გამართულ შეხვედრაზე გერმანული მოდელის არაკონსტიტუციურობა უკვე დაამტკიცეს. თბილისის მერი ნინო ბურჯანაძის რუსეთში ვიზიტსაც გამოეხმაურა და ხუმრობით განაცხადა, რომ ბურჯანაძე, რომელიც იმ ოპოზიციურ გაერთიანებაში შედის, სადაც საარჩევნო სისტემის ცვლილების მომხრე პოლიტიკოსები არიან, მოსკოვში სწორედ "გერმანული მოდელის" ჩამოსატანადაა წასული:

"გერმანული მოდელის ჩამოსატანად არის წასული და დაველოდოთ... ჩემზე კომპეტენტურმა და ვინც პროფესიონალია ამ საქმეში ქონდათ შეხვედრა დიპლომატიურ კორპუსთან სადაც ესწრებოდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები და კიდევ ერთხელ დაანახეს მათ რომ გერმანული მოდელის მიღება საკონსტიტუციო ცვლილებების გარეშე შეუძლებელია," - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები