20 მაისი 2024,   03:51
ვრცლად
დეკანოიძე და სამადაშვილი პარტიის ოფისის დარბევის გამო ზუგდიდის მერსა და პოლიციის უფროსთან შეხვედრას მოითხოვენ

"ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან განვითარებული მოვლენების გამო გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები ხატია დეკანოიძე და სალომე სამადაშვილი ზუგდიდში ჩავიდნენ.

პარტიის ლიდერებიის განცხადებით, სწორედ ხელისუფლებამ მისცა დავალება საკუთარ პარტიულ აქტივისტებს, საჯარო მოხელეებსა და საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებს ოპოზიციური პარტიის ოფისი დაერბიათ.

ამის შემდეგ მათ პოლიციის შენობასთან გადაინაცვლეს, სადაც პოლიციის უფროსთან ირაკლი ფაცაციასთან შეხვედრას და მისგან კითხვაზე პასუხს მოითხოვენ- რატომ არ მოვიდნენ სამართალდამცავები ადგილზე, როცა ისინი არა ერთხელ იყვნენ გაფრთხილებულები.

მოგვიანებით, ლიდერები მხარდამჭერებთან ერთად მერიისკენ გაემართებიან.

 

დღის ამბები