20 მაისი 2024,   02:55
ვრცლად
სალომე სამადაშვილი და ხატია დეკანოიძე ზუგდიდის პოლიციის უფროსს შეხვდნენ

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები სალომე სამადაშვილი და ხატია დეკანოიძე ზუგდიდის პოლიციიის უფროსს ირაკლი ფაცაციას შეხვდნენ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ირაკლი ფაცაციას ჰკითხეს, რატომ არ მოვიდნენ სამართალდამცავები ენმ-ის ოფისთან მანამ, სანამ დარბევა დაიწყებოდა.

თავის მხრივ, ზუგდიდის პოლიციის უფროსმა განაცხადა, რომ სამართალდამცავებმა შეტყობინების მიღებესთანავე მოახდინეს რეაგირება და როგორც კი დამატებითი ძალების მობილიზება გახდა საჭირო, ეკიპაჟები გამოიძახეს.

"ნაციონალური მოძრაობის" განცხადებით, პოლიცია ხელისუფლების უკანონო დავალევას ასრულებს.

 

დღის ამბები