20 მაისი 2024,   02:16
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილის მთაწმინდაზე დაკრძალვის მოთხოვნით 20/30-იანელები ხელმოწერებს აგროვებენ

მოძრაობა 20/30-იანელების წარმომადგენლები მცხეთის გამგეობასთან, დიმიტრი ხუნდაძის საწინააღმდეგო აქცია-პერფორმანსს მართავენ. ამბობენ, რომ სამშობლო ხუნდაძეს "ამ უდიდესი ქველმოქმედის და საზოგადო მოღვაწის, ბიძინა ივანიშვილის გადაგდებას" არ აპატიებს.

მოძრაობის წევრები ივანიშვილის მთაწმინდაზე დაკრძალვის მოთხოვნით ხელმოწერებსაც აგროვებენ.

"ქველმოქმედი და კეთილშობილი ადამიანია, რომელმაც არაერთხელ დაანახა სიკეთე ქართველებს, ააშენა ბოტანიკური ბაღი, რომელშიც 22 მილიონი ლარი ჩადო, პარკ "ციცინათელას" მეზობლად მდინარე ჩოლოქსა და ნატანებს შორის გააშენა 1500 ევკალიპტის ხე-პარკი, რომელსაც 25 ათასი ლარი დაახარჯა.

ხეები რომ ზღვაში დაცურავდნენ და გზები საათობით იკეტებოდა, სადენებს რომ ჭრიდნენ, ხეების გადასატანი მანქანები ვერ ეტეოდნენ და უშუქოდ რჩებოდა მოსახლეობა, ესეც ქველმოქმედების ნაწილი იყო. წვერმაღალას პარკის მოსაწყობად ივანიშვილმა ტერიტორია კერძო პირისგან გამოისყიდა.

სწორედ ამიტომ, მოძრაობა 20/30-იანელები ვითხოვთ ამ ადამიანის მთაწმინდის პანთეონში დაკრძალვას, 100 წლის შემდეგ, ვაჟას გვერდით!" - ნათქვამია მოძრაობის წევრების განცხადებაში.

დღის ამბები