20 მაისი 2024,   05:15
ვრცლად
"არა ლობიოს სამართალს" - ლაშა ჩხარტიშვილის მხარდამჭერებმა სააპელაციო სასამართლოსთან აქცია გამართეს

"არა ლობიოს სამართალს" - ამ სახელწოდების საპროტესტო აქცია თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან "უფლებადამცველთა ასოციაციამ" გამართა.

აქციის მონაწილეებმა "ლეიბორისტული პარტიის" წევრის ლაშა ჩხარტიშვილის დაპატიმრება გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებმა ადგილზე სიმბოლურად ლობიოს 41 მარცვალი მიიტანეს და სასამართლოს ეზოში დაყარეს.

დემონსტრანტების განცხადებით, პროტესტი იქამდე გაგრძელდება, სანამ დაკავებულს არ გაათავისუფლებენ.

"ეს არა თემიდას სასამართლო, არამედ ლობიოს სასამართლო გახლავთ. შესაბამისად ვფიქრობთ, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება. ჩვენ ვაპროტესტებთ, რომ ლაშა ჩხარტიშვილი პატიმრობაში რჩება და მოვითხოვთ დაუყონებლივ გათავისუფლდეს. ფაქტია, ხელისუფლებას მურუსიძისა და ჩინჩალაძის სასამართლო იმისთვის სჭირდება, რომ გააკეთებინონ, ის რაც სურთ," - აღნიშნა არასამთავრობო ორგანიზაცია "უფლებადამცველთა ასოციაციის" თავმჯდომარემ ნიკა მემანიშვილმა.

დღის ამბები