19 აპრილი 2024,   04:56
ვრცლად
წალენჯიხაში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით პოლიციელი დააკავეს

განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით წალენჯიხაში პოლიციელი დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა სამართალდამცველმა ცეცხლი გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებსა და პოლიციელებს გაუხსნა.

ინცინდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დაცხრილულია პოლიციელების ავტომობილები.

მომხდარის მოტივი ამ დრომდე უცნობია, დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს. საქმეს გენერალური პროკურატურა იძიებს.

 

დღის ამბები