19 მაისი 2024,   02:35
ვრცლად
ხელისუფლების მხრიდან ხანგოშვილის საკითხზე დუმილი შემაშფოთებელია - გიორგი კანდელაკი

"ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის მიმართ საქართველოს მთავრობის დამოკიდებულება ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ეროზიის თვალსაჩინო მაგალითია," ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა.

კანდელაკის თქმითვე, იმ ფონზე, როდესაც აღნიშნულ თემაზე გერმანიის კანცლერი ღიად საუბრობს, ხელისუფლების დუმილი შემაშფოთებელია.

"ქართული ოცნების" დამოკიდებულება ხანგოშვილთან მიმართებაში, როგორც მის სიცოცხლეში, ასევე მისი მკვლელობის შემდეგ, არის თვალსაჩინო მაგალითი ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ძალიან დრამატული ეროზიისა. ეს ყველაფერი მით უფრო შემაშფოთებელია, რომ ბატონი ხანგოშვილი ნაყოფიერად თანამშრომლობდა საქართველოს სახელმწიფოსთან როგორც ისლამური ექსტრემიზმის წინააღმდეგ, ასევე ჩვენს ქვეყანაში რუსული სპეცსამსახურების აგენტურის აღმოსაფხვრელად," - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

 

დღის ამბები