19 მაისი 2024,   00:06
ვრცლად
სამწუხაროა, რომ ვერ მოხდა საკონსტიტუციო ცვლილებების გასვლა პარლამენტში - ელიზაბედ რუდი

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელის საქართველოში, 14 ნოემბერს, საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდებას, რითაც ქვეყანა პროპორციულ სისტემაზე უნდა გადასულიყო, სამწუხარო ფაქტს უწოდებს. 

"აშშ-მ  მოიწონა გადაწყვეტილება პრორციულ სისტემასთან დაკავშირებით 2020 წელს, ასევე ქართულმა საზოგადოებამაც მოიწონა, თუმცა სამწუხაროა ის ფაქტი, რომ 14 ნოემებრს ვერ მოხდა საკონსტიტუციო ცვლილებების გასვლა პარლამენტში, რამაც, რა თქმა უნდა, გამოიწვია უკმაყოფილება საზოგადოებაში და ნდობის დაზიანება. შექმნა რთული პოლიტიკური სიტუაცია. სწორედ ამიტომ, აშშ ევროკავშირთან ერთად, გაერთიანდა იმისათვის, რომ დაეხმაროს მმართველ პარტიას და ოპოზიციას, რათა დაიწყოს პროცესი ნდობის აღდგენისკენ. სწორედ ამიტომ, გასულ შაბათს დაიწყო დიალოგი მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის, სადაც განიხილება სხვადასხვა მოდელები, მათ შორის გერმანულიც და მთავარი მიზანია, რომ ამ დიალოგის  შედეგად მოხდეს ქვეყნისთვის საუკეთესო გადაწყვეტილების მიღება. არ ვიცით, როგორ დასრულდება ეს პროცესი, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ იყოს სურვილი მხარეებისა,"-განაცხადა რუდმა.

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბედ რუდი, აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ნებისმიერი ცვლილება უნდა განხორციელდეს პოლიტიკური წესებისა და პროცესების თანახმად.

როგორც ელიზაბდ რუდმა განაცხადა, საქართველოს დემოკრატიის განვითარებისთვის აშშ-მა საკმაოდ დიდი ინვესტიცია ჩადო. 

"საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აშშ-მა დიდი ინვესტიცია ჩადო იმაში, რომ საქართველოში განვითარდეს დემოკრატიული ინსტიტუტები. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ცვლილება უნდა განხორციელდეს პოლიტიკური პროცესისა და წესების თანახმად," - განაცადა ელიზაბედ რუდმა.

დღის ამბები