26 აპრილი 2024,   15:31
ვრცლად
"სურგულაძე დაგვპირდა, რომ ილოცებს" - გიორგი გახარია საპენსიო სააგენტოს დირექტორზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობიდან წასვლას გამოეხმაურა.

გიორგი გახარია აცხადებს, რომ ეს ლევან სურგულაძის გადაწყვეტილებაა და მან თავისი ფუნქციები საკმაოდ კარგად შეასრულა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ლევან სურგულაძე, საპენსიო სააგენტოს წესდებიდან გამომდინარე, მენეჯერი იყო და სააგენტოს ბევრი სხვა პატივსაცემი მმართველებიც ჰყავს.

"ბატონმა სურგულაძემ, მე როგორც ვიცი, საწყის ეტაპზე საკმაოდ კარგად შეასრულა თავისი ფუნქციები. ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა და ახლა მის პირად გადაწყვეტილებას მე კომენტარს ვერ გავუკეთებ.

სააგენტოს სხვადასხვა დონეზე სხვადასხვა სახე ჰყავს. მე როგორც ვიცი და მოგეხსენებათ, რომ სააგენტოს წესდებიდან გამომდინარე, ის იყო ფაქტობრივად მენეჯერი. სააგენტოს ჰყავს ბორდი და კიდევ ბევრი სხვა მმართველი, ასევე ძალიან პატივსაცემი და მაღალი რეპუტაციის მქონე მმართველები.

ადამიანმა თქვა, რომ მინდა წასვლა და ძალით ხომ არ ვამუშავებთ?! თან დაგვპირდა, რომ ილოცებს," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ლევან სურგულაძემ, სამეთვალყურეო საბჭოს გადადგომის მოთხოვნით უკვე მიმართა. სამეთვალყურეო საბჭოს, ლევან სურგულაძის განცხადების დასაკმაყოფილებლად, ვადა 16 იანვრამდე აქვს. 

 

დღის ამბები