25 აპრილი 2024,   17:58
ვრცლად
"ექიმი საზღვრების გარეშე" - ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია ქუთაისში 

"ჩვენი მხარდაჭერა ვაჟა გაფრინდაშვილს", "ექიმი საზღვრების გარეშე" - ამ მთავარი გზავნილებით ქუთაისში არასამთავრობო ორგანიზაციებმა აქცია გამართეს.

მესამე სექტორის წარმომადგენლები დაკავებულ ექიმს სოლიდარობას უცხადებენ და მის დროულ გათავისუფლებას მოითხოვენ.

"ადამიანის უფლებების დაცვის დღეს შევიკრიბეთ, რათა გავაპროტესტოთ ადამიანების უფლებების დარღვევა და მით უფრო, გამოვეხმაუროთ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავებას. ერთ თვეზე მეტია პატიმრობაშია, რაც არის მიუღებელი. ამიტომ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მოხდეს დაუყოვნებლივ რეაგირება და გათავისუფლება," - აღნიშნეს აქციის მონაწილეებმა.

დღის ამბები