22 დეკემბერი 2024,   06:19
ვრცლად
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან მომხდარი ინციდენტი - აზერბაიჯანული მხარე განცხადებას ავრცელებს 

აზერბაიჯანული მხარე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან მომხდარი ინციდენტის შესახენ განცხადებას ავრცელებს.

სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ცნობით, მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლას ორი მწყემსი ცდილობდა, რომელთაც თან ძაღლები ახლდათ.

განცხადების მიხედვით, ძაღლები აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს დაესხნენ თავს, რა დროსაც აზერბაიჯანელებმა ცეცხლი გახსნეს და ინციდენტისას შემთხვევით, ერთ-ერთი მწყემსი დაჭრეს.

"დათვალიერების შემდეგ გაირკვა, რომ მას თავის არეში ცეცხლსასროლი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. მას აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება. მწყემსის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. ის, საქართველოს მოქალაქე და საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბელის მკვიდრია,"- წერია განცხადებაში.

აზერბაიჯანის სამხედრო პროკურატურამ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.
 

დღის ამბები