18 მაისი 2024,   21:45
ვრცლად
პაატა დავითაია ზურაბიშვილს ქართული ჯარის სიძლიერესთან დაკავშირებით რუსი ექსპერტების მოსმენას ურჩევს

ქართულ ჯართან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას "ევროპელი დემოკრატების" ლიდერი ეხმაურება. პაატა დავითაია სალომე ზურაბიშვილს ურჩევს, 2008 წლის ომთან დაკავშირებით რუსი ექსპერტების შეფასებებს გაეცნოს, სადაც ქართული ჯარის სიძლიერეზეა საუბარი.

"მე შემიძლია, ქალბატონ ზურაბიშვილს ვურჩიო, უსმინოს რუს ექსპერტებს 2008 წლის ომთან დაკავშირებით, როგორი წინააღმდეგობა გაუწია საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა და თუ როგორი ძლიერი შეიარაღებული ძალები გვყავს, რომელსაც აფასებენ რუსი ექსპერტები. მხედართმთავრისგან განცხადების გაკეთება, რომ ჯარი არ გვყავს და არ გვეყოლება, აბსოლუტური კატასტროფაა," - განაცხადა პაატა დავითაიამ.

სამეცნიერო წარმომადგენლებთან შეხვედრისას სალომე ზურაბიშვილმა მორიგი ხმაურიანი და სკანდალური განცხადება გააკეთა. საქართველოს პრეზიდენტისა და ქვეყნის მთავარსარდლის განცხადებით, "არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის ეკონომიკური პოტენციალი, რომ უცებ დავიპყროთ თუნდაც რეგიონი."

დღის ამბები