18 მაისი 2024,   20:31
ვრცლად
ნიკა მელიას საქმეზე პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებული ბრალდებები მმართველი გუნდისთვის მიუღებელია

პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებული ბრალდებები მიუღებელია მმართველი გუნდის წევრებისთვის.

"ქართული ოცნების" ლიდერები ამბობენ, რომ განაჩენი უკვე კანონის ძალაში არის შესული, რაც იმას ნიშნავს, რომ დეპუტატს უწყდება სადეპუტატო უფლებამოსილება და პარლამენტი ამ შემთხვევაში უკვე ფორმალურად იღებს გადაწყვეტილებას.

"რა ეწერება სამოტივაციო ნაწილში და როგორ მოეწონება რომელიმე პოლიტიკოსს ან იურისტს ეს ყველაფერი, არ არის პარლამენტის საქმე. მოსამართლის გადაწყვეტილება შევა თუ არა ძალაში, ანუ გამოაცხადებს თუ არა მას,  ერთი ფაქტი შემდგარია - ფაქტი, რომელიც საფუძვლად ედება მეორე ვალდებულებას, რომ პარლამენტმა მოუხსნას დეპუტატის უფლებამოსილება პირს," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი აცხადებს, თუკი არ იქნება შესაბამისობა კანონთან, ადამიანური ლოიალური დამოკიდებულებები სახელმწიფო სისტემას მოარყევს.

"ადამიანური პოზიცია ჩემი არის ლოიალური ყველა ადამიანის მიმართ, რომელიც შეცდა და ჩაიდინა დანაშაული, მაგრამ პირადი ადამიანური დამოკიდებულებები მოარყევს სახელმწიფო სისტემას, თუკი არ გვექნება სრული შესაბამისობა კანონთან, მითუმეტეს - საკანონმდებლო ორგანოში," - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

დღის ამბები