18 მაისი 2024,   20:17
ვრცლად
მოსამართლეთა შერჩევის პროცესი არაკონსტიტუციურად უნდა იყოს ცნობილი - ომბუდსმენი

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ პარლამენტმა მოსამართლეების ის კანდიდატები უნდა დაამტკიცოს, რომელთა კომპეტენციისა და კეთილსინდისიერების მიმართ საზოგადოებას კითხვები არ აქვს.

სახალხო დამცველი ასევე განმარტავს, რომ მოსამართლეთა შერჩევის პროცესი მნიშვნელოვანი ხარვეზების ფონზე წარიმართა.

"იქიდან გამომდინარე, რომ სერიოზული ხარვეზები დავინახეთ კანდიდატების შერჩევის პროცესში, გასაჩივრებული გვაქვს მოქმედი კანონი და ვითხოვთ მის არაკონსტიტუციურად ცნობას. მიმაჩნია, რომ პარლამენტმა მხარი უნდა დაუჭიროს მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებმაც საუკეთესო შედეგი აჩვენეს და რომელთა მიმართაც არ არის კითხვის ნიშნები, თუნდაც მათი კვალიფიკაციისა და კეთილსინდისიერების მიმართულებით. უნდა დაუჭიროს მხარი მხოლოდ იმ რაოდენობით, რა რაოდენობაც არის საკმარისი უზენაესი სასამართლო ნორმალური ფუნქციონირებისათვის," - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

დღის ამბები