25 აპრილი 2024,   20:57
ვრცლად
"ჩააგდე სია"- აქცია-მსვლელობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების წინააღმდეგ

"ჩააგდე სია"- ამ მოწოდებით იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები და დამოუკიდებელ იურისტთა ჯგუფი აქცია-მსვლელობას გეგმავენ. შეკრება დილის ათის ნახევრიდან უზენაეს სასამართლოსთან იგეგმება, რის შემდეგაც პარლამენტის მიმართულებით მსვლელობა დაიწყება.

ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი იურიდიული კომიტეტის სხდომაზე დასწრებას აპირებენ, სადაც დეპუტატებმა დღეს მოსამართლეებს კენჭი უნდა უყარონ.

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ დღეს პრინციპულია უზენაესი სასამართლო დარჩეს მურუსიძე-ჩინჩალაძის მოსამართლეების გარეშე. მოვუწოდებ "ოცნების" დეპუტატებს, ამ წითელ ხაზთან ძალიან ფრთხილად იყვნენ. დღეს წითელი ხაზი გადის თავისუფალ და დამორჩილებულ სასამართლოს შორის," - განაცხადა ანა დოლიძემ.

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა იმ 20 კაციანი სიიდან, რომელიც პარლამენტს გადაეცა, არცერთი კანდიდატი მხარდაჭერას არ იმსახურებს.

"თუ პარლამენტი რამდენიმე ადამიანს მაინც აირჩევს, მე მყარად ვრჩები იმ აზრზე, რომ სიიდან არცერთი ადამიანის მხარდაჭერა არაა შესაძლებელი და არ არის მიზანშეწონილი ამ შექმნილ ვითარებაში. ეს არის პარლამენტის გადაწყვეტილება და მე, როგორც საბჭოს წევრს, არ მაქვს არანაირი ბერკეტი, გავლენა მოვახდინო, მაგრამ არ მგონია პოლიტიკურად ხელისუფლებაზე კარგად იმოქმედოს იმ გადაწყვეტილებამ, თუ ის ვინმეს მხარს დაუჭერს," - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები