28 ნოემბერი 2024,   20:47
ვრცლად
"ხელისუფლებას ძალით შეკრებაზე არავინ მოუყვანია" - არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, "ქართული ოცნება" ყველა თავის მხარდამჭერს დღეს თავისუფლების მოედანზე შეკრებს, სადაც საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარეობას აღნიშნავენ. ამასთან, არჩილ თალაკვაძე უარყოფს, რომ "ქართულმა ოცნებამ" ორგანიზებულად და დაკვეთით ჩამოიყვანა ხალხი ღონისძიებაზე დასასწრებად.

"დღეს ჩვენი პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება" კრებს ყველა თავის მხარდამჭერს თავისუფლების მოედანზე, ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარეობას.  აქ შეკრებილები ერთმანეთს ვაჩვენებთ, რომ საქართველოს ჰქონდა ევროპული წარსული, ევროპის საბჭოში საქართველო კიდევ უფრო ძლიერი პოზიციებით უნდა წარსდგეს საქართველო. ამ ღონისძიებაზე ჩვენ შევაჯამებთ, რისი გაკეთება შევძელით.

ეს იყო "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის დაგეგმილი ღონისძიება. აქ რამდენიმე კვირის წინ იყვნენ შეკრებილები ოპოზიციონერები, მათ ძალის გამოყენებით სცადეს პარლამენტში შესვლა და ეს ნამდვილად არ არის ევროპული კულტურის ნაწილი, ჩვენ გვინდა ვაჩვენოთ მათ, რომ მომავალზე ვართ ორიენტირებულები, ხელისუფლება მოერევა მათ შემოტევებს. ხელისუფლებას ძალით შეკრებაზე არავინ მოუყვანია," -  განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები